ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ისა და მოძრაობა „თალიბანის“ შეთანხმებას გადახედავს
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ისა და მოძრაობა „თალიბანის“ შეთანხმებას გადახედავს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ისა და მოძრაობა „თალიბანის“ შეთანხმებას გადახედავს. ამის შესახებ განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გააკეთა.

მისი თქმით, ვაშინგტონს სურს, დარწმუნდეს, რომ მოძრაობა „თალიბანი“ ნამდვილად ასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

კერძოდ, თეთრ სახლში სურთ გაარკვიონ შეწყვიტა თუ არა „თალიბანმა“ კონტაქტი ტერორისტულ ორგანიზაციებთან, შეამცირა ძალადობა, დაიწყო თუ არა სერიოზული მოლაპარაკება ავღანეთის მთავრობასთან.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ისა და მოძრაობა „თალიბანის“ მეირ 2020 წელს გაფორმებული შეთანხმებით, „თალიბანი“ პირობა დადო, რომ ავღანეთი ტერორისტებისგან გათავისუფლდება, სანაცვლოდ კი აშშ 2021 წლის ბოლომდე სამხედროებს გაიყვანს.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან „თალიბანთან“ შეთანხმების გადახედვას მიესალმა ავღანეთის მთავრობა. ხელისუფლება აცხადებს, რომ 2020 წელს მიღწეული შეთანხმება, ქვეყანაში ძალადობის შეწყვეტის შესაძლებლობას არ იძლევა, რაზეც პასუხისმგებლობა „თალიბანს“ ეკისრება.