ჯო ბაიდენი - ვმუშაობდით რუსეთთან ომის თავიდან ასაცილებლად, არაერთხელ შევთავაზეთ რეალური დიპლომატია, მაგრამ პუტინი არ იყო დაინტერესებული, რუსეთი იყო მიდრეკილი ძალადობისკენ
ჯო ბაიდენი - ვმუშაობდით რუსეთთან ომის თავიდან ასაცილებლად, არაერთხელ შევთავაზეთ რეალური დიპლომატია, მაგრამ პუტინი არ იყო დაინტერესებული, რუსეთი იყო მიდრეკილი ძალადობისკენ

ვმუშაობდით რუსეთთან ომის თავიდან ასაცილებლად, არაერთხელ შევთავაზეთ რეალური დიპლომატია, მაგრამ პუტინი არ იყო დაინტერესებული, რუსეთი იყო მიდრეკილი ძალადობისკენ, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილი მოქალაქეებისადმი სიტყვით გამოსვლისას.

ჯო ბაიდენის თქმით, კრემლს სურს, ნატო-ს გაფართოება გამოსახოს იმპერიულ პროექტად, რომელიც მიმართულია რუსეთის დესტაბილიზაციისკენ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დღევანდელ დღეს ჩვენს წინაშე არსებული გამოცდა ყველა დროის გამოცდაა. კრემლს სურს, ნატო-ს გაფართოება გამოსახოს იმპერიულ პროექტად, რომელიც მიმართულია რუსეთის დესტაბილიზაციისკენ. ეს სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომელიც არასდროს მიისწრაფოდა რუსეთის განადგურებისკენ. ამ კრიზისის დასაწყისში აშშ-ი და ნატო თვეების განმავლობაში მუშაობდნენ რუსეთთან თანამშრომლობისთვის და ომის თავიდან აცილებისთვის. მე მას არაერთხელ ვისაუბრე ტელეფონით, ჩვენ შევთავაზეთ მას რეალური დიპლომატია და კონკრეტული წინადადებები, რათა გაძლიერდეს ევროპის უსაფრთხოება და განმტკიცდეს გამჭვირვალობა, გამყარდეს ნდობა ყველა მხარეს, მაგრამ პუტინი და რუსები არ იყვნენ დაინტერესებული არანაირ მოლაპარაკებებში. ტყუილებითა და ულტიმატუმებით, რუსეთი იყო მიდრეკილი ძალადობისკენ.

ვიცი, რომ ყველას არ სჯერა ჩემი, მაგრამ მუდამ ვამბობდით, რომ ისინი გადაკვეთენ საზღვარს და დაესხმებიან თავს უკრაინას. პუტინი მუდმივად ამტკიცებდა, რომ არ აპირებდა შეჭრას უკრაინაში და რუსული ძალები უკრაინის საზღვრებთან მხოლოდ წვრთნებისთვის არიან, 180 ათასი სამხედრო მოსამსახურე იქ მხოლოდ წვრთნებისთვის იყო. რუსეთის არჩევანს, იომოს, არ აქვს გამართლება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.