ჯო ბაიდენი - ვირუსის დასამარცხებლად გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია
ჯო ბაიდენი - ვირუსის დასამარცხებლად გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია

ვირუსის დასამარცხებლად გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა. მისი თქმით, ის დაპირდა მოქალქეებს, რომ 100 დღეში 100 მილიონი ადამიანი აიცრებოდა, თუმცა მისმა ადმინისტრაციამ შეძლო და ამ ვადაში 200 მილიონი ადამიანის აცრა.

„მე დაგპირდით, რომ „კოვიდ-19“-ის ვაქცინას 100 მილიონი ადამიანი გაიკეთებდა ჩემი პრეზიდენტობის 100 დღეში, მაგრამ ჩვენ შევძელით 200 მილიონი ადმიანის აცრა ამ პერიოდში. დიდი მადლობა თქვენ დახმარებისთვის. თქვენი დახმარებით, ჩვენ ვახდენთ ფედერალური რეზერვების მობილიზაციას და ჩვენ გვაქვს ვაქცინები, 40 000 ფარმაცევტული კაბინეტი და 700 ჯანდაცვის ცენტრი, სადაც ყველაზე ღარიბი მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი ვაქცინა. ჩვენ ვქმნით ჯანდაცვის ცენტრებს მოქალაქეების ასაცრელად სხვადასხვა რეგიონებში, ვქმნით მობილურ ქვედანაყოფებს, რათა მათ რთულად მისაღწევ რეგიონებში აცრან მოქალაქეები. დღეს ამერიკელების 90%-ი ცხოვრობს ვაქცინაციის ცენტრებიდან ხუთ მილში. ყველა მოქალაქეს, რომელსაც 16 წელი შეუსრულდა, შეუძლია გაიკეთოს აცრა. ამიტომ მოგიწოდებთ, გაიკეთეთ აცრა. ჩემი ინაუგურაციის დროს ზრდასრული ამერიკელების მხოლოდ ერთი პროცენტი იყო აცრილი. ჩემი პრეზიდენტობის ასი დღის შემდეგ 65 წელს გადაცილებული ამერიკელების 70%-ი სრულად აცრილია. „კოვიდ-19“-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 80 პროცენტით არის შემცირებული იანვრის შემდეგ, ეს თქვენი დამსახურებაა. ამერიკელების ნახევარზე მეტს კი დღეს ერთი აცრა მაინც აქვს გაკეთებული აქვს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას.

„თქვენ იცით, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ვირუსის დასამარცხებლად. სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ. მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკელი ხალხის დამსახურებით ბოლო 100 დღეში გასაოცარ პროგრესს მივაღწიეთ. ეს არის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ლოჯისტიკური მიღწევა. ასეთი რამ ამ ქვეყანას არ უნახავს“, – განაცხადა ბაიდენმა.