ჯო ბაიდენი - ვაწესებ ძლიერ სანქციებს, დავარტყამთ რუსეთის რუბლს, რომელმაც ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია თვეების განმავლობაში, ვბლოკავთ ოთხ ძირითად ბანკს
ჯო ბაიდენი - ვაწესებ ძლიერ სანქციებს, დავარტყამთ რუსეთის რუბლს, რომელმაც ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია თვეების განმავლობაში, ვბლოკავთ ოთხ ძირითად ბანკს

ვლადიმერ პუტინი უკვე თვეების განმავლობაში გეგმავდა ამას, ეს არის წინასწარ განზრახული შეტევა, 175 ათასი მებრძოლი და სამხედრო აღჭურვილობა განლაგდა უკრაინის საზღვრების გასწვრივ, აშენდა საველე ჰოსპიტალი, სისხლის მარაგი შექმნა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, პუტინმა ყველა ძალისხმევა უარყო, რომელიც აშშ-მა და მისმა პარტნიორებმა გააკეთეს, „რომ წინ გვევლო დიალოგის გზით და თავიდან აგვეცილებინა არასაჭირო კონფლიქტი“.

„კვირების განმავლობაში ჩვენ ვაფრთხილებდით მსოფლიოს, რომ ეს მოხდებოდა და ეს ხდება დიდი მასშტაბით, როგორც ჩვენ ამას ვპროგნოზირებდით. გასულ კვირას ჩვენ ვნახეთ დონბასის დაბომბვა, რომელსაც რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებდნენ. კიბერშეტევებს ახორციელებდნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარე და იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო განცხადებები, რომ უკრაინა დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ ომს და ქიმიური იარაღის გამოყენებას, რომ უკრაინა გენოციდს ჩადიოდა. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მოხდა უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის. ზუსტად იმ მომენტში, როცა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო ხვდებოდა ერთმანეთს უკრაინისთვის მხარადაჭერის გამოსახატავად, პუტინმა გამოაცხადა ომი და დაიწყო დარტყმები ისტორიულ ქალაქებზე უკრაინის, რომელშიც მონაწილეობენ ძალები და ტანკები“,- განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, აშშ აწესებს სანქციებს რუსეთის წინაღმდეგ და როგორც ბაიდენმა განაცხადა, რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ ფასს გადაიხდის.

„ჩვენ ვიყავით გამჭვირვალეები მსოფლიოს წინაშე, გავიზიარეთ მსოფლიოს სადაზვერვო მონაცემები, რათა არ ყოფილიყო არავითარი გაუგებრობა იმისა, პუტინი რასაც აკეთებდა. პრობლემა აგრესორია. პუტინმა აირჩია ომი, იგი და მისი ქვეყანა ახლა ნახავს ამის შედეგებს. ძლიერ სანქციებს ვაწესებ რუსეთის წინააღმდეგ, იგი სერიოზულ ფასს გადაახდევინებს რუსეთის ეკონომიკას. დაუყონებლივ და დროის განმავლობაში. ჩვენ სპეციალურად შევქმენით სანქციები, რათა მოვახდინოთ მაქსიმალიზაცია რუსეთზე და მინიმალიზაცია მოხდეს ზეგავლენისა ამერიკაზე და ჩენ მოკავშირეებზე. ამერიკა ამას მარტო არ აკეთებს. ჩვენ კოალიციას ვქმნით პარტნიორების, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკის ნახევარს წარმოადგენს. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ეს არის ბრიტანეთი, გერმანია, იაპონია, ახალი ზელანდია და სხვა ქვეყნები, რომლებიც ერთობლივი პასუხის თვალსაზრისით არიან მობილიზებული და სრულ თანხმობაში ვიმყოფებით. ჩვენ შევზღუდავთ რუსეთის შესაძლებლობებს, რომ აწარმოონ ბიზნესი ევროებში, დოლარებში, ფუნტებში. ჩვენ შევაჩერებთ რუსეთის შესაძლებლობებს, რომ დააფინანსოს თავისი სამხედრო ძალები. ჩვენ შევზღუდავთ უმაღლესი ტექნოლოგიებისადმი წვდომას. ჩვენ დავარტყამთ რუსეთის რუბლს, რომელმაც ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია თვეების განმავლობაში. რუსეთის აქციები დაეცა 50 პროცენტით. ჩვენი ქმედებებით, ვადებთ სანქციებს რუსთის ბანკებს, რომლებშიც ტრილიონ 300 მილიონი აქტივები დევს“,- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, აშშ რუსეთის ოთხ ძირითად ბანკს ბლოკავს.

„ჩვენ ჩამოვჭრით რუსეთს ამერიკის ფინანსური სისტემიდან. ოთხ ძირითად ბანკს ვბლოკავთ. აქტივი, რომელიც ამერიკაში იქნება, იქნება გაყინული. ეს გულისხმობს 250 მილიარდი დოლარის მქონე აქტივების, ასევე რუსეთის ელიტისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირებას ვახორციელებთ. როგორც სამშაბათს განვაცხადე, ესენი გახლავთ ის პირები, რომლებიც სარგებელს იღებენ კრემლის პოლიტიკიდან და უნდა გაიზიარონ ის ტკივილი, რომელიც ახლაც და მომავალშიც დადგება. სამშაბათს ჩვენ შევუწყვიტეთ რუსეთის მთავრობას ფულის მიღების საშუალება ამერიკული ან ევროპული ინვესტირებიდან. ასევე ახლა შეზღუდვას ვუწესებთ რუსეთის დიდ საწარმოებს, კომპანიებს, რომლებსაც ტრილიონ 400 მილიარდი დოლარის აქტივები გააჩნიათ. ჩვენ შევუზღუდავთ რუსეთს წვდომას ტექნოლოგიებისადმი. მომავალი წლების განმავლობში ჩვენ ქმედებებში და ჩვენ პარტნიორებთან ერთად გავანახევრებთ მაღალტექნოლოგიურ იმპორტს რუსეთში, რომ ვერ მოახდინოს მოდერნიზება სამხედრო ძალების. ჩვენ შევამცირებთ მათ შესაძლებლობას, რომ ააშენოს გემები. ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა რუსეთის და პუტინის სტრატეგიული ამბიციებისთვის ომის მომზადებაში“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.