ჯო ბაიდენი ვატიკანში რომის პაპს ხვდება
ჯო ბაიდენი ვატიკანში რომის პაპს ხვდება

ჯო ბაიდენი ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს ხვდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იტალიაში, დიდი ოცეულის სამიტზე დასასწრებად არის ჩასული.

პრეზიდენტის ვიზიტის გამო, ვატიკანში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია. ბაიდენმა ვატიკანში შესვლის წინ განაცხადა, რომ ბედნიერია უკან დაბრუნებით.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე პრეზიდენტ ბაიდენისა და რომის პაპის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა აბორტის საკითხი და კლიმატური ცვლილებები იქნება.