აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარშავაში ჩავიდა. კიევში ვიზიტის შემდეგ ჯო ბაიდენი უკრაინის დედაქალაქიდან პოლონეთის სასაზღვრო ქალაქ ფშემისლში მატარებლით ჩავიდა, საიდანაც თვითმფრინავით ვარშავაში გაემართა.
პოლონეთში ჯო ბაიდენი პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან გამართავს მოლაპარაკებებს. ასევე, შეხვდება უკრაინელ ლტოლვილებს. ამასთან, ჯო ბაიდენს დაგეგმილი აქვს შეხვედრა „ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერებთან.
ევროპაში ჯო ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის წლისთავს უკავშირდება.