ჯო ბაიდენი ვარაუდობს, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა წარმატებით ვერ დასრულდება
ჯო ბაიდენი ვარაუდობს, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა წარმატებით ვერ დასრულდება

ამერიკის შეერთბული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარაუდობს, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა წარმატებით ვერ დასრულდება.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ბაიდენი აღნიშნავს, რომ ის მხარს უჭერს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს, თუმცა ვარაუდობს, რომ კონგრესში ხმების საკმარისი რაოდენობის დაგროვებას ვერ შეძლებენ. იმისთის, რომ იმპიჩმენტის პროცედურა წარმატებით დასრულდეს, აუცილებელია ხმათა ორი მესამედის დაგროვება. ამისთვის კი საჭიროა, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ხმა 17-მა რესპუბლიკელმა მისცეს. ბაიდენი თვლის, რომ ეს ნაკლებსავარაუდოა.

წარმომადგენლეთა პალატამ იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუცია 13 იანვარს მიიღო. 25 იანვარს ის სენატს გადაეცა. საბოლოოდ იმპიჩმენტის პროცედურა 8 თებერვალს დაიწყება. დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.