ჯო ბაიდენი – ვაქცინის შესახებ დღევანდელი სიახლე მომავალი წლის შეცვლის იმედს გვაძლევს

18:04, 09.11.2020

ჯო ბაიდენი ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ბაიდენი აცხადებს, რომ ეს შესანიშნავი ახალი ამბავია, თუმცა აღნიშნავს, რომ საყოველთაო ვაქცინაციამდე წინ რამდენიმე თვეა და ზომების დაცვა კვლავ აუცილებელია.

„დღეს გავრცელებული ახალი ამბავი არის შესანიშნავი სიახლე, მაგრამ ეს არ ცვლის ფაქტს. დღევანდელი სიახლე მომავალი წლის შეცვლის იმედს გვაძლევს, მაგრამ ახლა ჩვენი დავალება იგივეა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენის თქმით კვლავ აუცილებელია პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

მსგავსი