ჯო ბაიდენი - უკრაინისთვის შორი მოქმედების დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმაზე თანხმობასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს
ჯო ბაიდენი - უკრაინისთვის შორი მოქმედების დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმაზე თანხმობასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს

უკრაინისთვის შორი მოქმედების დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმაზე თანხმობასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა, არსებობს თუ არა ალბათობა, შეიცვალოს მის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

„საგარეო პოლიტიკაში არასდროს ამბობენ: „მე არასდროს გადავიფიქრებ“. ამჟამად შორი მანძილის იარაღზე კონსენსუსი არ არსებობს“, – უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გასულ თვეს სხვადასხვა გამოცემა წერდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ზღვარზე იყო, ნება დაერთო უკრაინისთვის, გამოეყენებინა შორი მოქმედების დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის.