ჯო ბაიდენი - უკრაინაში რუსეთის შეჭრა მსოფლიო ეკონომიკას ისევ დააზარალებს
ჯო ბაიდენი - უკრაინაში რუსეთის შეჭრა მსოფლიო ეკონომიკას ისევ დააზარალებს

უკრაინაში რუსეთის შეჭრა მსოფლიო ეკონომიკას ისევ მიაყენებს ზარალს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნიუ ჰემფშირის შტატში სტუმრობისას განაცხადა.

ბაიდენმა აღიარა, რომ ქვეყანაში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ინფლაციაა და ინფლაციის „დიდ მიზეზად“ პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაასახელა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს აკეთებს ფასების დასაწევად და ამის მაგალითებად ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან გაზის მიწოდება და აშშ-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მისი კოორდინაცია დაასახელა.

„უკრაინაში შეჭრამ მთელ მსოფლიოში გაზარდა გაზისა და სურსათის ფასი. მსოფლიოში ხორბლის ორი ძირითადი პურის კალათაა – უკრაინა და რუსეთი. რაც ვნახეთ ინფლაციის უახლეს მონაცემებში, გასულ თვეში ინფლაციის ზრდის დაახლოებით 70 პროცენტი იყო პუტინის მიერ ფასის გაზრდის შედეგი, გაზისა და ენერგიის ფასებზე გავლენის გამო. ფაქტია, რომ ჩვენ ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც უკრაინის ომი დააზარალებს მსოფლიო ეკონომიკას. ის თავის ზარალს მოიტანს ენერგეტიკაზე. ეს იმოქმედებს საკვებზე“, – თქვა ბაიდენმა.