ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ანჯეი დუდასა და დონალდ ტუსკს შეხვდა
ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ანჯეი დუდასა და დონალდ ტუსკს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთის პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდა.

მედიის ცნობით, თეთრ სახლში პირველი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მივიდა. რამდენიმე წუთში კი – პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა. პოლონურ დელეგაციაშია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი რადისლავ სიკორსკიც.

შეხვედრის დაწყებისას ჯო ბაიდენმა უკრაინის მიმართ გამოცხადებულ სამხედრო დახმარებაზე ისაუბრა. თავის მხრივ, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ კიდევ ერთხელ გაიმეორა საკუთარი ინიციატივა, რომ ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის სამი პროცენტი უნდა დახარჯონ.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ დონალ ტუსკი პოლონეთში ბრუნდება, ანჯეი დუდა კი აშშ-ში შეხვედრებს გააგრძელებს. აშშ-დან პოლონეთის პრეზიდენტი ბრიუსელში ჩავა, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.