ჯო ბაიდენი ტეხასში ჩასვლას გეგმავს, სადაც შტორმისა და ძლიერი ყინვის გამო 30-მდე ადამიანი გარდაიცვალა
ჯო ბაიდენი ტეხასში ჩასვლას გეგმავს, სადაც შტორმისა და ძლიერი ყინვის გამო 30-მდე ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტეხასში ჩასვლას გეგმავს, სადაც შტორმისა და ძლიერი ყინვის გამო 30-მდე ადამიანი გარდაიცვალა.

თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენი ესაუბრა ტეხასის გუბერნატორ გრეგ ებოტს და აღნიშნა, რომ ფედერალური და ადგილობრივი მთავრობები მჭიდროდ თანამშრომლობენ მოსახლეობის დასახმარებლად.

უამინდობის გამო, ტეხასში ასობით ათას ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ამასთან, შტატში შეიქმნა წყლის დეფიციტი.

სულ ამერიკის შეერთებულ შტატებში შტორმისა და ძლიერი ყინვის გამო 47 ადამიანია გარდაცვლილი. ტეხასში, მისისიპიში, ოკლაჰომასა და კენტუკიში უამინდობის გამო გაუქმდა ასობით შიდა და საერთაშორისო რეისი.