ჯო ბაიდენი - თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის წინა ხაზზე არის უკრაინა, უკრაინელებო, ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ
ჯო ბაიდენი - თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის წინა ხაზზე არის უკრაინა, უკრაინელებო, ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ

თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის წინა ხაზზე არის უკრაინა, უკრაინელებო, ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილი მოქალაქეებისადმი სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ახლა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის წინა ხაზზე არიან უკრაინა და უკრაინელი ხალხი. ისინი იბრძვიან საკუთარი ერის გადასარჩენად. მათი მამაცი წინააღმდეგობა არის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილი, ბრძოლის დემოკრატიის მთავარი პრინციპებისთვის, რომელიც ყველა თავისუფალ ხალხს აერთიანებს. კანონის უზენაესობა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სიტყვის თავისუფლება, შეკრების უფლება, რელიგიის თავისუფლება, პრესის თავისუფლება – ეს პრინციპები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავისუფალ საზოგადოებებში. მაგრამ ამ პრინციპებს მუდმივად ებრძოდნენ. მსოფლიო არ არის სრულყოფილი, როგორც ჩვენ ეს ვიცით. ზოგიერთის ამბიციებია, მუდმივად დომინირებდნენ ბევრის თავისუფლებასა და სიცოცხლეზე. ჩემი გზავნილი უკრაინელი ხალხისადმი მე დღეს გადავეცი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს და თავდაცვის მინისტრს, რომლებიც მჯერა, აქ არიან; ეს გზავნილი შემდეგია – ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.