ჯო ბაიდენი თავისი კაბინეტის შემადგენლობის ნაწილს 24 ნოემბერს გამოაცხადებს
ჯო ბაიდენი თავისი კაბინეტის შემადგენლობის ნაწილს 24 ნოემბერს გამოაცხადებს

ჯო ბაიდენი თავისი კაბინეტის შემადგენლობის ნაწილს 24 ნოემბერს გამოაცხადებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ჯო ბაიდენის თანაშემწეებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ჯო ბაიდენი „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო ინაუგურაციის შეზღუდულ ფორმატში ჩატარებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 3 ნოემბრის არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს.

ჯო ბაიდენის შტაბის წევრი რონ კლეინი, რომელიც თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსობის კანდიდატია, მოუწოდებს ტრამპის ადმინისტრაციას, კერძოდ, გენერალური მომსახურების ადმინისტრაციას (GSA), რომელიც გარდამავალ პერიოდში საპრეზიდენტო ძალაუფლების გადაბარებას უზრუნველყოფს, ოფიციალურად აღიაროს ბაიდენის გამარჯვება არჩევნებში.

„ვიმედოვნებ, გენერალური მომსახურების ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა თავის სამუშაოს შეასრულებს“, – განაცხადა რონ კლეინმა.

აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.