ჯო ბაიდენი – თანამდებობაზე ყოფნისას მე ვიღებდი გადაწყვეტილებებს განკარგულებების, კანონებისა და პროკლამაციების შესახებ, ნებისმიერი ვარაუდი, რომ ასე არ არის, აბსურდი და სიცრუეა

11:07, 05.06.2025

თანამდებობაზე ყოფნისას მე ვიღებდი გადაწყვეტილებებს განკარგულებების, კანონებისა და პროკლამაციების შესახებ. ნებისმიერი ვარაუდი, რომ ასე არ იყო, აბსურდი და სიცრუეა, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. 

ასევე, ბაიდენის გუნდმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ავტომატური ფაქსიმილეს გამოყენება დიდი ხნის აღიარებული პრაქტიკაა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაავალა თეთრ სახლს, გამოიძიოს, ბაიდენის საპრეზიდენტო დოკუმენტები პირადად მის მიერ იყო ხელმოწერილი თუ ფაქსიმილეთი ავტომატურად დამოწმებული.

მსგავსი