ჯო ბაიდენი შეშფოთებულია ბირთვული შესაძლებლობების მქონე ჩინური ზებგერითი რაკეტით, რომელიც, მედიის ცნობით, პეკინმა ცოტა ხნის წინ გამოსცადა
ჯო ბაიდენი შეშფოთებულია ბირთვული შესაძლებლობების მქონე ჩინური ზებგერითი რაკეტით, რომელიც, მედიის ცნობით, პეკინმა ცოტა ხნის წინ გამოსცადა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეშფოთებულია ბირთვული შესაძლებლობების მქონე ჩინური ზებგერითი რაკეტით, რომელიც, მედიის ცნობით, პეკინმა ცოტა ხნის წინ გამოსცადა.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის თქმით, ვაშინგტონმა შეშფოთება პეკინთან დიპლომატიური არხების საშუალებით დააფიქსირა.

ჩინეთის მიერ ჩატარებული ტესტირების შესახებ გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ წერდა, რომლის ცნობითაც, ჩინურმა რაკეტამ მსოფლიოს წრე შემოარტყა და შემდეგ სამიზნისკენ დაეშვა.

ჩინეთი რაკეტის გამოცდას უარყოფს.

დატოვე კომენტარი