ჯო ბაიდენი - საფრთხის მასშტაბმა განსაზღვრა დასავლეთის უპრეცედენტოდ ერთიანი პასუხი, სწრაფი და სადამსჯელო საფასური არის ერთადერთი, რაც რუსეთს შეაცვლევინებს გეზს
ჯო ბაიდენი - საფრთხის მასშტაბმა განსაზღვრა დასავლეთის უპრეცედენტოდ ერთიანი პასუხი, სწრაფი და სადამსჯელო საფასური არის ერთადერთი, რაც რუსეთს შეაცვლევინებს გეზს

რუსეთის ქმედებები პირდაპირი გამოწვევაა საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, ჩვენ უკან ვერ დავბრუნდებით, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილი მოქალაქეებისადმი სიტყვით გამოსვლისას.

ჯო ბაიდენის თქმით, საფრთხის მასშტაბმა განსაზღვრა დასავლეთის უპრეცედენტოდ ერთიანი პასუხი, სწრაფი და სადამსჯელო საფასური არის ერთადერთი, რაც რუსეთს შეაცვლევინებს გეზს

„უკრაინაში რუსეთის ქმედებები არის მაგალითი ადამიანის პირველყოფილი იმპულესებისა, გამოიყენოს უხეში ძალა და დეზინფორმაცია, რათა დაიკმაყოფილოს ძალაუფლების მოპოვებისკენ ლტოლვა. ეს არის პირდაპირი გამოწვევა წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. ეს ქმედებები აჩენს ომის ათწლეულების დაბრუნების საფრთხეს, რომელმაც გაანადგურა ევროპა, ვიდრე საერთაშორისო წესებზე დამყარებული წესრიგი ჩამოყალიბდა. ჩვენ უკან ვერ დავბრუნდებით. საფრთხის მასშტაბმა განსაზღვრა დასავლეთის სწრაფი და ძლიერი პასუხი. ეს უპრეცედენტო ერთიანი პასუხია. სწრაფი და სადამსჯელო საფასური არის ერთადერთი, რაც რუსეთს შეაცვლევინებს გეზს. უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში დასავლეთმა ერთობლივად დააწესა სანქციები რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მისაყენებლად“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.