ჯო ბაიდენი - პრიგოჟინის ამბოხი და შემდგომი მსვლელობა იყო შიდა ბრძოლა რუსეთის სისტემაში, აშშ და ნატო მოვლენებში არ მონაწილეობდნენ
ჯო ბაიდენი - პრიგოჟინის ამბოხი და შემდგომი მსვლელობა იყო შიდა ბრძოლა რუსეთის სისტემაში, აშშ და ნატო მოვლენებში არ მონაწილეობდნენ

პრიგოჟინის ამბოხი და შემდგომი მსვლელობა იყო შიდა ბრძოლა რუსეთის სისტემაში, აშშ და ნატო არ იღებდნენ მონაწილეობას მოვლენებში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ მან დაავალა თავის უსაფრთხოების ჯგუფს, მიეცათ მისთვის სიტუაციის განვითარების შესახებ მოხსენებები ყოველ საათში ერთხელ.

„დავავალე მომზადება მოსალოდნელი „სხვადასხვა სცენარისთვის“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კოორდინაციაში იყო მთავარ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან.

„ჩვენ გვინდა, ვთქვათ მკაფიოდ, ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას რუსეთის შიდა სისტემის ბრძოლაში“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა გამოხატა თავისი მუდმივი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, „მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება რუსეთში“. ასევე, ბაიდენმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ჯერ ნაადრევია იმის დადგენა, თუ საით მიდის სიტუაცია რუსეთში.