ჯო ბაიდენი - პრაიმერიზის ბოლო ხუთ გამოკითხვაში, რომელსაც მედია არ აშუქებს, მე ვიმარჯვებ
ჯო ბაიდენი - პრაიმერიზის ბოლო ხუთ გამოკითხვაში, რომელსაც მედია არ აშუქებს, მე ვიმარჯვებ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ის პრაიმერიზის ბოლო ხუთ საარჩევნო გამოკითხვაში იმარჯვებს.

ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მედია უგულებელყოფს გამოკითხვებს, სადაც ის ლიდერობს.

„ბოლო ხუთი გამოკითხვის შედეგებით, რომელსაც თქვენ არ აშუქებთ, მე ვიმარჯვებ. ზედიზედ ხუთი. თქვენ არ ადევნებთ თვალს The New York Times-ს, შესანიშნავ გაზეთს,” – აღნიშნა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

აშშ-ში ახლა ე.წ. სუპერ სამშაბათია. ამერიკელები 15 შტატში ერთდროულად იღებენ მონაწილეობას პრაიმერიზში და არჩევენ საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებს.

მედიის ცნობით, ჯო ბაიდენი დემოკრატიულ პრაიმერიზში გამარჯვებას მარტივად მოიპოვებს, თუმცა აქტივისტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამერიკის პრეზიდენტის მხარდაჭერას ისრაელის მიმართ, მოუწოდებენ ამერიკელებს, პროტესტის ნიშნად არჩევნებში საკუთარი აზრი არ დააფიქსირონ.