ჯო ბაიდენი პოლონეთში, უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქში ჩავა
ჯო ბაიდენი პოლონეთში, უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქში ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქს ეწვევა. ინფორმაციას „ბიბისი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ქალაქ ჟეშუვში ჩავა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 80 კილომეტრში მდებარეობს.

თეთრი სახლის ცნობით, ამ მგზავრობის მიზანი უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპირისპიროდ დასავლეთის გადამწყვეტი დამოკიდებულების ჩვენებაა.

ჟეშუვში ბაიდენი შეხვდება პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას. პრეზიდენტები პოლონეთის წინაშე არსებულ პრობლემებს განიხილავენ, რომლებიც ქვეყანას მას შემდეგ შეექმნა, რაც პოლონეთში რამდენიმე მილიონი უკრაინელი გადავიდა რუსეთის მხრიდან დაბომბვების გამო.

აშშ-ის პრეზიდენტს პოლონეთში მყოფ უკრაინელებთანაც სურს შეხვედრა.