ჯო ბაიდენი პანდემიასთან დაკავშირებულ ათ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერს ხელს
ჯო ბაიდენი პანდემიასთან დაკავშირებულ ათ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერს ხელს

ჯო ბაიდენი პანდემიასთან დაკავშირებულ ათ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერს ხელს. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, დაჩქარდება ვაქცინაცია და ტესტირებების რიცხვი გაიზრდება. საგანგებო კანონმდებლობა კი ისეთი აუცილებელი ნივთების წარმოების გასაზრდელად იქნება გამოყენებული, როგორიც ნიღბებია.

ბაიდენის მთავარი სამედიცინო მრჩეველის, ენტონი ფაუჩის განაცხადებით, აშშ შეუერთდება „კოვაქსის“ სქემას, რომელიც ღარიბი და საშუალო შემოსავალის მქონე ქვეყნებისთვის ვაქცინის მიწოდებას ისახავს მიზნად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ვიდეო ზარით საუბრის დროს, ფაუჩიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაფინანსებასაც გააგრძელებს.

„კოვიდ-19“-თან ბრძოლის საკითხებში ბაიდენის კონსულტანტის, ჯეფ ზიენტსის თქმით, ახალი ადმინისტრაციის პანდემიის საწინააღმდეგო გეგმა ამერიკას საუკუნის ყველაზე მძიმე ჯანდაცვის კრიზისიდან გამოყვანას ემსახურება.

გეგმის ფარგლებში ბაიდენი აპრილის ბოლომდე მოსახლეობისთვის 100 მილიონი ვაქცინის დოზის მიწოდებას და პირველი 100 დღის განმავლობაში სკოლების ძირითადი ნაწილის უსაფრთხოდ გახსნას უზრუნველყოფს.

ვაქცინაციის ცენტრები სტადიონებსა და საზოგადოებრივ ადგილებში გაიხსნება. ბრძანებით, რომელსაც ჯო ბაიდენმა ხელი გუშინ მოაწერა, ფედერალური შენობების ტერიტორიაზე პირბადეების ტარება უკვე სავალდებულოა.