ჯო ბაიდენი - ნატო-ს ერთიანობას ვლადიმერ პუტინი არ მოელოდა, არ ელოდა, რომ ერთად დავდგებოდით
ჯო ბაიდენი - ნატო-ს ერთიანობას ვლადიმერ პუტინი არ მოელოდა, არ ელოდა, რომ ერთად დავდგებოდით

ნატო-ს ერთიანობას ვლადიმერ პუტინი არ მოელოდა, არ ელოდა, რომ ერთად დავდგებოდით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელ სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა.

ბაიდენის თქმით, უკრაინელები იმაზე ძლიერები და ამაყები აღმოჩდნენ, ვიდრე ფიქრობდა.

„განცვიფრებული ვარ, რას აკეთებენ თქვენი დახმარებით, რჩევებისა და შეიარაღების უზრუნველყოფით, რასაც თქვენ აწვდით, ნატო-ს სხვა წევრებთან ერთად. იარაღი და საბრძოლო მასალა ყოველდღიურად მიედინება და ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ალიანსები და პარტნიორობა მთელს მსოფლიოში. ჩვენი მოკავშირეები ძლიერდებიან, აძლიერებენ ჩვენს რეაგირებას. ნატო არის ერთიანი, ორიენტირებული და ენერგიული, როგორც არასდროს“, – განაცხადა ბაიდენმა.