ჯო ბაიდენი - ნატო-მ და „დიდმა შვიდეულმა“ ერთიანობა უნდა შეინარჩუნონ
ჯო ბაიდენი - ნატო-მ და „დიდმა შვიდეულმა“ ერთიანობა უნდა შეინარჩუნონ

ნატო-მ და „დიდმა შვიდეულმა“ ერთიანობა უნდა შეინარჩუნონ, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დიდი შვიდეულის სამიტის დაწყების წინ, გერმანულ ალპებში, კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართული შეხვედრისას გააკეთა.

ვლდამერი პუტინს იმედი ჰქონდა, რომ როგორღაც შეძლებდა ნატო-ს და „დიდი შვიდეულის“ დაყოფას. მაგრამ ჩვენ არ დავიყავით და არც ვაპირებთ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და არ მივცეთ აგრესიას უფლება, მიიღოს ის ფორმა, რაც აქვს და ეს შერჩეს“,- განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე შეაქო შოლცი მის მიერ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის დროს გამოჩენილი ლიდერობისთვის.

„მინდა, კომპლიმენტი გითხრათ. თქვენმა შემართებამ დიდი გავლენა მოახდინა დანარჩენ ევროპაზე, კერძოდ უკრაინასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბაიდენმა.