ჯო ბაიდენი - მოუთმენლად ველოდები ვლადიმირ ზელენსკის თეთრ სახლში
ჯო ბაიდენი - მოუთმენლად ველოდები ვლადიმირ ზელენსკის თეთრ სახლში

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინ „ტვიტერის“ გამოყენებით მოკლე განცხადება გააკეთა.

„მოუთმენლად ველი დღეს პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის თეთრ სახლში, რათა კვლავ დადასტურდეს ამერიკის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი“, – დაწერა ბაიდენმა.

შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დღეს თეთრ სახლში თბილისის დროით 22:00 საათზე უნდა დაიწყოს.

მანამდე, ასევე ცნობილი გახდა, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ზელენსკი კალიფორნიის შტატში ილონ მასკსა და ჯეფ ბეზოსს შეხვდება. უკრაინელი ლიდერი ბიზნესმენებთან უკრაინის სწრაფი ტექნოლოგიური წინსვლის საკითხებს განიხილავს.