ჯო ბაიდენი მოსახლეობას ჰპირდება, რომ პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში, „კოვიდ-19“-ის 100 მილიონი დოზა ვაქცინა გაკეთდება
ჯო ბაიდენი მოსახლეობას ჰპირდება, რომ პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში, „კოვიდ-19“-ის 100 მილიონი დოზა ვაქცინა გაკეთდება

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოსახლეობას ჰპირდება, რომ თეთრ სახლში მისვლიდან პირველ 100 დღეში, „კოვიდ-19“-ის 100 მილიონი ვაქცინა გაკეთდება.

როგორც ჯო ბაიდენი აღნიშნავს, მისი გუნდი პანდემიის დამარცხებას პირველ თვეებში ცხადია, ვერ მოახერხებს, თუმცა შესაძლებელი იქნება მისი კურსის შეცვლა.

„ჩემი პირველი 100 დღე არ დაასრულებს „კოვიდ-19“-ის ვირუსს, ამას ვერ დაგპირდებით, თუმცა ამაში სწრაფად არ აღმოვჩენილვართ და ვერც მისგან დავაღწევთ თავს მალე“, -განაცხადა ბაიდენმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია უკვე განიხილავს ფაიზერ/ბიოენტეკის ვაქცინას და სავარაუდოდ, ავტორიზაციას ხუთშაბათისთვის გასცემს. პირველი ვაქცინაცია კი, მომდევნო კვირიდან დაიწყება. დღეისთვის აშშ-ში 15 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 285 000- ზე მეტი გარდაცვლილია.