ჯო ბაიდენი - მკაფიოდ ვამბობ, გავაგრძელებთ აღჭურვილობის მიწოდებას უკრაინელებისთვის, რათა თავდაცვა შეძლონ, ჩვენ არ ჩავერთვებით მოლაპარაკებებში, არაფერი მოხდება უკრაინის გარეშე
ჯო ბაიდენი - მკაფიოდ ვამბობ, გავაგრძელებთ აღჭურვილობის მიწოდებას უკრაინელებისთვის, რათა თავდაცვა შეძლონ, ჩვენ არ ჩავერთვებით მოლაპარაკებებში, არაფერი მოხდება უკრაინის გარეშე

უკრაინამ მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია ხერსონში. მინდა, მივესალმო უკრაინელი ხალხისა და სამხედროების სიმამაცეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

„უკრაინამ მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია ხერსონში. მინდა, მივესალმო უკრაინელი ხალხისა და სამხედროების სიმამაცეს და შემართებას. ისინი უკვე არაჩვეულებრივები არიან. ახლა რთული სათქმელია, ზუსტად რას ნიშნავს ეს, მაგრამ მკაფიოდ ვამბობ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ აღჭურვილობის მიწოდებას უკრაინელებისთვის, რათა მათ თავდაცვა შეძლონ. ჩვენ არ ჩავერთვებით მოლაპარაკებებში. არაფერი მოხდება უკრაინის გარეშე“, – თქვა ბაიდენმა.