ჯო ბაიდენი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას და აცხადებს, რომ ეს წარმოადგენს ძლიერ პოზიციას

10:36, 18.03.2023

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერის გაცემის შესახებ.

„ვფიქრობ, გამართლებულია, ეს წარმოადგენს ძალიან ძლიერ პოზიციას“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენის თქმით, პუტინმა აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გუშინ გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.

მსგავსი