ჯო ბაიდენი - მადლიერი ვართ ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების საერთო მისიაში შეტანილი წვლილისა და მსხვერპლისთვის
ჯო ბაიდენი - მადლიერი ვართ ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების საერთო მისიაში შეტანილი წვლილისა და მსხვერპლისთვის

სამხედრო კონტინგენტის გაყვანას სრული კოორდინაციით განვახორციელებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რომელთაც ახლა იმაზე მეტი შეიარაღებული ძალები ჰყავთ ავღანეთში, ვიდრე ჩვენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს, რომლებიც, მისი თქმით, 20 წლის განმავლობაში ავღანეთში აშშ-ის მხარდამხარ იდგნენ.

„თალიბანმა“ უნდა იცოდეს, რომ თუ ისინი ჩვენ დაგვესხმებიან, დავიცავთ საკუთარ თავს და პარტნიორებს ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებით. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ჩვენს მხარდამხარ იდგნენ ავღანეთში თითქმის 20 წლის განმავლობაში, ძალიან მადლიერი ვართ მათ მიერ საერთო მისიაში შეტანილი წვლილისა და მსხვერპლისთვის. ერთად ვიყავით და ერთად გამოვალთ. აშშ-ის ჯარები, ისევე როგორც ნატო-ს მოკავშირეების მიერ დისლოცირებული ძალები და ოპერაციაში პარტნიორთა ძალები დატოვებენ ავღანეთს, ვიდრე ჩვენ 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმიდან 20 წლისთავს აღვნიშნავთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-სთან ერთად ნატო-ს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცების ავღანეთიდან საბოლოო გამოსვლის პროცესი პირველ მაისს დაიწყება და  11 სექტემბრისთვის დასრულდება.

დატოვე კომენტარი