ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, იარაღზე კონტროლის შესახებ კანონპროექტები დაამტკიცოს
ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, იარაღზე კონტროლის შესახებ კანონპროექტები დაამტკიცოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, იარაღზე კონტროლის შესახებ კანონპროექტები დაამტკიცოს და გადადგას საკუთარი ნაბიჯები მასობრივი ძალადობს შესაჩერებლად. ეს განცხადება ჯო ბაიდენმა მას შედეგ გააკეთა, რაც კოლორადოს შტატში ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიარაღებულმა პირმა 10 ადამიანი მოკლა.

მან მოუწოდა სენატს, მიიღოს წარმომადგენელთა პალატის მიერ 11 მარტს დამტკიცებული ორი კანონპროექტი, რომელიც იარაღის მყიდველის ისტორიის შემოწმების წესებს გაამკაცრებს.

„მე არ მჭირდება არც ერთი წუთი ლოდინი იმისთვის, რომ გადავდგა გონივრული ნაბიჯები, რომლებიც გადაარჩენს სიცოცხლეს მომავალში და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს წარმომადგენელთა პალატაში და სენატში, იმოქმედონ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, ჯო ბაიდენი განიხილავს მთელ რიგ აღმასრულებელ ქმედებებს, როლებიც მიმართულია ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის ჩადენის შეჩერებისკენ. ამგვარ ქმედებებს კონგრესის დამტკიცება არ სჭირდება.

იარაღს კონტროლის გამკაცრება ჯო ბაიდენის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.