ჯო ბაიდენი – კაპიტოლიუმში ქაოსის სცენები არ წარმოადგენს იმას, ვინ ვართ ჩვენ, ეს არ არის განსხვავებული აზრი, ეს არის არეულობა
კაპიტოლიუმში ქაოსია, ეს არ არის განსხვავებული აზრი, ეს არის არეულობა, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ტვიტერში“ დაწერა.
„ნება მიბოძეთ, ვიყო ძალიან მკაფიო: კაპიტოლიუმში ქაოსის სცენები არ წარმოადგენს იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ. ის, რასაც ვხედავთ, არის ექსტრემისტების მცირე რაოდენობა, რომელიც უკანონობის ერთგულია. ეს არ არის განსხვავებული აზრი, ეს არის არეულობა. ის ესაზღვრება ამბოხისკენ მოწოდებას და უნდა დასრულდეს ახლა”, – წერს ჯი ბაიდენი.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში, პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა. დაშავებულია რამდენიმე სამართალდამცველი.
Let me be very clear: the scenes of chaos at the Capitol do not represent who we are. What we are seeing is a small number of extremists dedicated to lawlessness. This is not dissent, it’s disorder. It borders on sedition, and it must end. Now.
— Joe Biden (@JoeBiden) January 6, 2021