ჯო ბაიდენი - ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს
ჯო ბაიდენი - ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს

ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, რომელიც ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასის“ მიერ ცეცხლის შეწყვეტას ეხებოდა.

ჯო ბაიდენის თქმით, ის უკვე ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ღაზას სექტორში ოპერაციის შეწყვეტისთვის შეაქო.

„ამასთან ერთად, ხაზი გავუსვი, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს ისრაელის თავდაცვის უფლებას, არაპროვოცირებული სარაკეტო დარტყმებისგან, მოძრაობა „ჰამასის“ და ღაზას სექტორში მყოფი სხვა ტერორისტული ჯგუფების სარაკეტო იერიშებისგან, რომლებსაც უდანაშაულო ადამიანები ემსხვერპლნენ“, – განაცხადა ბაიდენმა.