ჯო ბაიდენი – ისრაელის აქვს უფლება, იბრძოლოს „ჰამასის“ წინააღმდეგ

11:18, 19.03.2024
U.S. President Joe Biden speaks about the Friday jobs report and the U.S. economy as he delivers remarks at an "American Rescue Plan challenge event" in the Eisenhower Executive Office Building at the White House in Washington, U.S., September 2, 2022. REUTERS/Jonathan Ernst

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას აღნიშნა, რომ ისრაელის აქვს უფლება, იბრძოლოს „ჰამასის“ წინააღმდეგ. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა.

„მე კიდევ ერთხელ განვაცხადე, რომ ისრაელს აქვს უფლება, იბრძოლოს „ჰამასის“ წინააღმდეგ, ტერორისტული ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც პასუხისმგებელია ებრაელი ხალხის ყველაზე საშინელ ხოცვა-ჟლეტაზე ჰოლოკოსტის შემდეგ“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუსთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების გაზრდის მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის აუცილებლობაზეც.

მსგავსი