ჯო ბაიდენი გადამდგარი გენერალი ლლოიდ ოსტინის თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე წარდგენას გეგმავს
ჯო ბაიდენი გადამდგარი გენერალი ლლოიდ ოსტინის თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე წარდგენას გეგმავს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გადამდგარი გენერალი ლლოიდ ოსტინის თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე წარდგენას გეგმავს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, თუ ლლოიდ ოსტინს აღნიშნულ პოსტზე დაამტკიცებენ, ის პირველი შავკანიანი იქნება, ვინც პენტაგონს უხელმძღვანელებს.

ლლოიდ ოსტინი აშშ-ის ცენტრალური სამეთაურო შტაბის უფროსი იყო, ის 2016 წელს გადადგა.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ჯო ბაიდენმა ლლოიდ ოსტინს თავდაცვის მდივნის თანამდებობის დაკავება კვირას, 6 დეკემბერს შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო.

გენერალ ლლოიდ ოსტინის პენტაგონის ხელმძღვანელად დანიშვნისთვის კონგრესის ნებართვა იქნება საჭირო.