ჯო ბაიდენი - ერთი ტრილიონი დოლარის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა შესაძლებლობას მოგვცემს, ჩინეთთან და სხვა დიდ ქვეყნებთან ეკონომიკური კონკურენცია მოვიგოთ
ერთი ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა დაამტკიცა, ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, მოიგოს ეკონომიკური კონკურენცია ჩინეთთან და სხვა დიდ ქვეყნებთან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში განაცხადა.
ბაიდენის თქმით, ეს გეგმა ითვალისწინებს ისეთ ინვესტიციებს, როგორებიც თაობაში მხოლოდ ერთხელ ხდება და ისინი შექმნიან მილიონობით სამუშაო ადგილს.
„ეს გვაძლევს შესაძლებლობას, მოვიგოთ 21-ე საუკუნის ეკონომიკური კონკურენცია ჩინეთთან და სხვა დიდ ქვეყნებთან“, – განაცხადა ბაიდენმა.
ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა პარასკევს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. აგვისტოში ეს ინიციატივა კონგრესის სენატმაც მოიწონა.