ჯო ბაიდენი – ერთი ტრილიონი დოლარის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა შესაძლებლობას მოგვცემს, ჩინეთთან და სხვა დიდ ქვეყნებთან ეკონომიკური კონკურენცია მოვიგოთ

22:49, 06.11.2021

ერთი ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა დაამტკიცა, ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, მოიგოს ეკონომიკური კონკურენცია ჩინეთთან და სხვა დიდ ქვეყნებთან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში განაცხადა.

ბაიდენის თქმით, ეს გეგმა ითვალისწინებს ისეთ ინვესტიციებს, როგორებიც თაობაში მხოლოდ ერთხელ ხდება და ისინი შექმნიან მილიონობით სამუშაო ადგილს.

„ეს გვაძლევს შესაძლებლობას, მოვიგოთ 21-ე საუკუნის ეკონომიკური კონკურენცია ჩინეთთან და სხვა დიდ ქვეყნებთან“, – განაცხადა ბაიდენმა.

ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა პარასკევს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. აგვისტოში ეს ინიციატივა კონგრესის სენატმაც მოიწონა.

მსგავსი