ჯო ბაიდენი – დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტს რომ ვერ მიუახლოვდეს, არსებობს მხოლოდ ერთი გზა, საარჩევნო ყუთი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტს რომ ვერ მიუახლოვდეს, მხოლოდ ერთი გზა არსებობს, საარჩევნო ყუთთან“, – წერს ბაიდენი სოციალურ ქსელში.
თავად დონალდ ტრამპმა ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს „სირცხვილი“ და „გაყალბებული“ უწოდა და სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ საქმეზე გავლენა ბაიდენის ადმინისტრაციამ მოახდინა. „ნამდვილ განაჩენს ხალხი 5 ნოემბერს გამოიტანს“, – აღნიშნა ტრამპმა.
ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. ტრამპს ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდნენ. ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს.
There’s only one way to keep Donald Trump out of the Oval Office: At the ballot box.
Donate to our campaign today: https://t.co/aJXS9oti0a
— Joe Biden (@JoeBiden) May 30, 2024