ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპი კანონმდებლებს შურისძიებით ემუქრებოდა, თუ ისინი მხარს დაუჭერდნენ უკრაინისა და ისრაელის დახმარების შესახებ კანონპროექტს
ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპი კანონმდებლებს შურისძიებით ემუქრებოდა, თუ ისინი მხარს დაუჭერდნენ უკრაინისა და ისრაელის დახმარების შესახებ კანონპროექტს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა რესპუბლიკელები კონგრესში მას შემდეგ, რაც სენატმა დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც მოიცავდა საზღვრის უსაფრთხოებას, უკრაინისა და ისრაელის დახმარებას.

„არასდროს მეგონა, რომ ვნახავდი იმას, რასაც ახლა ვხედავთ“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპი ემუქრებოდა კანონმდებლებს „შურისძიებით“, თუ ისინი მხარს დაუჭერდნენ კანონპროექტს.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა ჩააგდო 118 მილიარდი დოლარის ღირებულების საზღვრის უსაფრთხოების კანონპროექტი, რომელიც ასევე ითვალისწინებდა 60 მილიარდზე მეტ დახმარებას უკრაინისთვის და 14 მილიარდზე მეტი ღირებულების დახმარებას ისრაელისთვის.