ჯო ბაიდენი „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან ერთად განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურულ საკითხებზე ორიენტირებული ინიციატივის განხორციელებას გეგმავს
ჯო ბაიდენი „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან ერთად განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურულ საკითხებზე ორიენტირებული ინიციატივის განხორციელებას გეგმავს

„უკეთესი სამყაროს ასაშენებლად“ – აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ახალი ინიციატივაა, რომელსაც „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან ერთად განახორციელებს.

ამბიციური გეგმა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ინფრასტრუქტურული საჭიროებებისთვის იქნება მიმართული, მისი მთავარი მიზანი კი ჩინეთისთვის კონკურენციის გაწევაა.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ეს იქნება ფასეულობებზე დაფუძნებული, მაღალი სტანდარტებისა და გამჭვირვალე ინფრასტრუქტურული პარტნიორობა, რომლის წყალობითაც განვითარებად სამყაროში არსებული 40 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული საჭიროებები უნდა აღმოიფხვრას. ამ ყველაფრის განხორციელებას კი „დიდი შვიდეული“ თანამოაზრეებთან კოორდინაციითა და კერძო სექტორის კაპიტალით, ოთხი მიმართულებით გეგმავს – კლიმატი, ჯანდაცვა და ჯანდაცვის უსაფრთხოება, ციფრული ტექნოლოგიები და გენდერული თანასწორობა.

ინიციატივა უკეთესი სამყაროს ასაშენებლად გლობალური მასშტაბის იქნება და აშშ, როგორც მისი ინიციატორი ქვეყანა, შეეცდება განვითარების ფინანსური ინსტრუმენტების სრული პოტენციალის მობილიზებას, მათ შორის „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“, „უსაიდის“ და ა.შ. ასევე, პარტნიორებთან ერთად, კოლექტიურად მოიზიდავს მილიარდობით დოლარს დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ინვესტირებისთვის.

დატოვე კომენტარი