ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას უახლოვდება
ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას უახლოვდება

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა შვიდ შტატში გამართულ პრაიმერიზში გაიმარჯვა. 2 ივნისს გამართული შიდაპარტიული კენჭისყრის შედეგად ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა ბაიდენმა პენსილვანიაში მიიღო. ტრამპის მომავალმა კონკურენტმა ასევე გაიმარჯვა ინდიანაში, მერილენდში, მონტანაში, ნიუ მექსიკოში, როდ აილენდში და სამხრეთ დაკოტაში.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ბაიდენს ამჟამად დემოკრატიული პარტიის 1 845 დელეგატი უჭერს მხარს. პრეზიდნტობის კანდიდატად წარდგენისთვის აუცილებელია 1 991 ხმა. ბაიდენი ხმების საჭირო რაოდენობას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში მიაღწევს, როდესაც შიდა პარტიული კენჭისყრა გაიმართება ვირჯინიასა და ჯორჯიაში.

დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობა, სადაც დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის წარადგენა უნდა მოხდეს, აგვისტოში გაიმართება.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.