ჯო ბაიდენი დარწმუნებულია, რომ თურქეთი და აშშ ორმხრივ ურთიერთობებში რეალურ პროგრესს მიაღწევენ
ჯო ბაიდენი დარწმუნებულია, რომ თურქეთი და აშშ ორმხრივ ურთიერთობებში რეალურ პროგრესს მიაღწევენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციზე განაცხადა.
ჯო ბაიდენმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართულ ორმხრივ მოლაპარაკებებზე ისაუბრა და შეხვედრას პოზიტიური და ნაყოფიერი უწოდა.
„პოზიტიური და ნაყოფიერი შეხვედრა. ჩვენ გვქონდა დეტალური განხილვა თუ როგორ წავიწიოთ წინ მთელ რიგ საკითხებზე. ჩვენს ორ ქვეყანას დიდი დღის წესრიგი აქვთ. ჩვენი გუნდები გააგრძელებენ მოლაპარაკებებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ რეალურ პროგრეს მივაღწევთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.