ჯო ბაიდენი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორმხრივი კავშირების განმტკიცებისა და გაუმჯობესების მიზნით ერთობლივი მექანიზმის შექმნაზე შეთანხმდნენ
ჯო ბაიდენი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორმხრივი კავშირების განმტკიცებისა და გაუმჯობესების მიზნით ერთობლივი მექანიზმის შექმნაზე შეთანხმდნენ

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრაზე ჯო ბაიდენი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეთანხმდნენ ერთობლივი მექანიზმის შექმნაზე ორმხრივი კავშირების განმტკიცებისა და გაუმჯობესების მიზნით.

ქვეყნების აგრეთვე ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ნატო-ს ალიანსისა და სტრატეგიულ პარტნიორობის მნიშვნელობას და გამოხატეს კმაყოფილება კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით გადადგმული ორმხრივი ნაბიჯების გამო.

ამასთან, ბაიდენსა და ერდოღანს შორის საუბრის თემა ასევე შეეხო სირიის პოლიტიკურ პროცესს, ავღანელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, ლიბიაში ჩასატარებელ არჩევნებს, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში არსებულ ვითარებასა და სამხრეთ კავკასიაში დიპლომატიურ ძალისხმევას.

ამერიკელმა ლიდერმა თურქ კოლეგასთან შეშფოთება გამოხატა თურქული მხარის მიერ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400-ის ქონაზე.