ჯო ბაიდენი - ჩვენს ქვეყანაში მსგავს ძალადობას ადგილი არ აქვს, ეს უნდა დასრულდეს, ვლოცულობთ ჩარლი კირკის ოჯახისთვის
ჯო ბაიდენი - ჩვენს ქვეყანაში მსგავს ძალადობას ადგილი არ აქვს, ეს უნდა დასრულდეს, ვლოცულობთ ჩარლი კირკის ოჯახისთვის

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში წერს.

„ჩვენს ქვეყანაში მსგავს ძალადობას ადგილი არ აქვს. ეს უნდა დასრულდეს ახლავე. ჯილი და მე ვლოცულობთ ჩარლი კირკის ოჯახისთვის და საყვარელი ადამიანებისთვის“, – წერს ბაიდენი.

კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პოლიციას კონსერვატორი კომენტატორის მკვლელობაში ეჭვმიტანილი არ დაუკავებია.

კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.