ჯო ბაიდენი - ჩემი სურვილი და მოლოდინია, რომ ალ-შიფას საავადმყოფოსთან ნაკლები არასასურველი ქმედებები განხორციელდეს, საავადმყოფო დაცული უნდა იყოს
ჯო ბაიდენი - ჩემი სურვილი და მოლოდინია, რომ ალ-შიფას საავადმყოფოსთან ნაკლები არასასურველი ქმედებები განხორციელდეს, საავადმყოფო დაცული უნდა იყოს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ღაზაში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფო დაცული უნდა იყოს. აღნიშნულის შესახებ ბაიდენმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩემი სურვილი და მოლოდინია, რომ საავადმყოფოსთან შედარებით ნაკლები არასასურველი ქმედებები იქნება განხორციელებული. ჩვენ კონტაქტზე ვართ ისრაელელებთან. ასევე, არის მცდელობა, რომ პაუზა მივიღოთ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებები მიმდინარეობს კატარელებთანაც, ასე რომ, გარკვეულწილად იმედი მაქვს, თუმცა საავადმყოფო დაცული უნდა იყოს“, – აღნიშნა ბაიდენმა.