ჯო ბაიდენი ავღანეთიდან სამხედროების გაყვანის გეგმას ოფიციალურად დღეს გამოაცხადებს
ჯო ბაიდენი ავღანეთიდან სამხედროების გაყვანის გეგმას ოფიციალურად დღეს გამოაცხადებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთიდან სამხედროების გაყვანის გეგმას ოფიციალურად დღეს გამოაცხადებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

„თუმცა ვიტყვი, რომ პრეზიდენტი თანმიმდევრულია თავის შეხედულებებში, რომ ავღანეთში დარეგულირების სამხედრო გზა არ არსებობს, რომ ჩვენ იქ ზედმეტად დიდხანს ვიყავით. მას სჯერა და ის რჩება ერთგული მხარეებს შორის მოლაპარაკებების მხარდაჭერის, რომლებიც მომავალ კვირაში უნდა განახლდეს. მას ასევე სჯერა, რომ ჩვენ უნდა მივმართოთ ჩვენი რესურსები ბრძოლაზე ჩვენს წინაშე არსებული საფრთხეების წინააღმდეგობის დაწყებიდან თითქმის 20 წლის შემდეგ“, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

შეგახსენებთ, მანამდე საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განკარგულების გამოცემას გეგმავს, რომლის მიხედვითაც ამერიკელი სამხედროები ავღანეთს 11 სექტემბრისთვის დატოვებენ.

დღეისთვის აშშ-ს 2 500-მდე სამხედრო ჰყავს დისლოცირებული. 2011 წელს ავღანეთში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების რაოდენობა 100 ათასს აჭარბებდა.

აღსანიშნავია, რომ ავღანეთიდან გასვლის თარიღი დროში ემთხვევა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 20 წლისთავს.