ჯო ბაიდენი – აშშ რჩება პალესტინელი ხალხის ღირსების და თვითგამორკვევის უფლების ერთგული
ამერიკის შეერთებული შტატები რჩება პალესტინელი ხალხის ღირსების და თვითგამორკვევის უფლების ერთგული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„შეერთებული შტატები რჩება პალესტინელი ხალხის ღირსების და თვითგამორკვევის უფლების ერთგული. „ჰამასის“ ტერორისტების ქმედებები ამ უფლებას არ ცვლის“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
The United States remains committed to the Palestinian people’s right to dignity and to self-determination.
The actions of Hamas terrorists don’t take that right away.
— President Biden (@POTUS) October 24, 2023