ჯო ბაიდენი - აშშ პირობას დებს, რომ იაპონიას ჩინეთისგან ბირთვული იარაღით დაიცავს
ჯო ბაიდენი - აშშ პირობას დებს, რომ იაპონიას ჩინეთისგან ბირთვული იარაღით დაიცავს

აშშ პირობას დებს, რომ იაპონიას ჩინეთისგან ბირთვული იარაღით დაიცავს, – ამის შესახებ განცხადება ჯო ბაიდენმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრისას გააკეთა.

ორი ქვეყნის ლიდერი აცხადებს, რომ „წინააღმდეგობას გაუწევენ ჩინეთის მცდელობას ძალისმიერ გზით შეცვალოს სტატუს-კვო“.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდე სუგა უცხო ქვეყნის პირველი ლიდერია, რომელიც ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში პირადად მიიღო.

შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „აშშ მტკიცედ ასრულებს ვალდებულებას,  დაიცვას იაპონია ყველა მის ხელთ არსებული საშუალებით, მათ შორის არის ბირთვული პოტენციალი“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ეს ეხება „ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, რაც ძირს გამოუთხრის კუნძულ სენკაკუზე იაპონიის კონტროლს“. აღნიშნული დაუსახლებელი კუნძულები ამჟამად იაპონიის მმართველობის ქვეშ არის, თუმცა ჩინეთში არქიპელაგს მათ ტერიტორიად მიიჩნევენ. ბოლო პერიოდში ამ კუნძულებთან ჩინური ხომალდები სულ უფრო ხშირად გადაადგილდებიან.

აშშ-ისა და იაპონიის ლიდერების განცხადებით, ისინი არ შეეგუებიან ჩინეთის მხრიდან რეგიონის ქვეყნების დაშინებას.

დატოვე კომენტარი