ჯო ბაიდენი - აშშ-მა უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძოს, რათა უკრაინელები არ დაეცნენ
ჯო ბაიდენი - აშშ-მა უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძოს, რათა უკრაინელები არ დაეცნენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძოს, რათა უკრაინელები „არ დაეცნენ.“

„როიტერის“ ცნობით, ომში უკრაინის მიტოვების შემთხვევაში მოსალოდნელ სცენარზე აშშ-ის პრეზიდენტმა აშშ-ის მერების კონფერენციაზე, თეთრ სახლში ისაუბრა.

„ჩვენ თუ წავალთ და რუსეთი განაგრძობს თავდასხმებს, უკრაინის განადგურებას, როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ბალკანეთის ქვეყნებში? როგორ ფიქრობთ, რა მოხდება პოლონეთიდან უნგრეთამდე და ორბანამდე? სერიოზულად იფიქრეთ ამაზე”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა განმარტა, რომ არაფერია შეერთებული შტატების შესაძლებლობების მიღმა.

აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის დასახმარებლად დამატებით 61,4 მილიარდი დოლარის დაფინანსებას ითხოვს. დაფინანსების პროცესს რესპუბლიკელები ბლოკავენ. კონგრესში რესპუბლიკელები უარს აცხადებენ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების პაკეტის დამტკიცებაზე, ვიდრე არ იქნება მიღებული საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების ზომები.