ჯო ბაიდენი – აშშ იმედოვნებდა, რომ ავღანეთის სამთავრობო ძალები შეინარჩუნებდნენ ქვეყანას, მაგრამ ყოფილი ხელისუფლების დაშლისთვისაც მზად იყო

00:30, 01.09.2021

შეერთებული შტატები იმედოვნებდა, რომ ავღანეთის სამთავრობო ძალები შეინარჩუნებდნენ ქვეყანას, მაგრამ ოფიციალური ვაშინგტონი ყოფილი ხელისუფლების დაშლისთვისაც მზად იყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„იყო ვარაუდი, რომ ავღანეთის 300 000-ზე მეტი კონტინგენტის მქონე უსაფრთხოების ძალები, რომლებიც ჩვენი შეიარაღებული და გაწვრთნილი იყვნენ, დიდ წინააღმდეგობას გაუწევდნენ თალიბებს, მაგრამ ჩვენი ეს ვარაუდი, რომ ამერიკული ძალების ამ ქვეყნიდან გასვლამდე მოხდებოდა „თალიბანის“ შეკავება, არაზუსტი აღმოჩნდა“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აქვე დაამატა, რომ შემდგომი მოვლენების ნებისმიერი სახით განვითარებისთვის ოფიციალური ვაშინგტონი მზად იყო.

„ჩვენ მზად ვიყავით იმისთვისაც, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ვერ შეძლეს თალიბების შეკავება, როგორც ამას ყველა ელოდა“, – აღნიშნა ამერიკელმა ლიდერმა.

მსგავსი