ჯო ბაიდენი - არ მჯერა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ არ დალიოთ მათეთრებელი
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯოზეფ ბაიდენი ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ სადეზინფექციო ხსნარის ინექციის გამოყენების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„არ მჯერა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ არ დალიოთ მათეთრებელი“, – წერს ჯო ბაიდენი „ტვიტერის“ გვერდზე.
დონალდ ტრამპმა 23 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა ვარაუდი, რომ „შესაძლოა, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულების სამკურნალოდ სადეზინფექციო ხსნარის ინექცია ეფექტური იყოს“.
ექიმებმა ეს ვარაუდი უარყვეს. მოგვიანებით, ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ეს კომენტარი ჟურნალისტების მიმართ „სარკაზმი“ იყო.