ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, მალე შეხვდება
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, მალე შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვარაუდით, რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას მალე შეძლებს, მაგრამ მათი შეხვედრის თარიღსა და ადგილზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება.

ამის შესახებ ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

„უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების არსებობა საკითხზე გავლენას არ მოახდენს. დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ. კონკრეტულ დროსა და ადგილზე მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა ბაიდენმა.